რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთი მარიონეტული ხელისუფლების მეთაურს ე.წ. დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და მას მხარდაჭერა აღუთქვა.
"რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რაულ ხაჯიმბას მისალოცი დეპეშა გაუგზავნა და კიდევ ერთხელ დაუდასტურა მას, რომ ყოველმხრივ მხარდაჭერას აღმოუჩენს აფხაზეთის ხელისუფლებასა და ხალხს," - ნათქვამია კრემლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.