რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტს რაულ ხაჯიმბას ე.წ. გამარჯვების 25 წლისთავი მიულოცა.
„გულითადად გილოცავთ აფხაზეთის რესპუბლიკის ეროვნულ დღესასწაულს - გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღეს.
წლების განმავლობაში, აფხაზეთის დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან, აფხაზეთმა მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია სოციალურ-ეკონომიკური განვითარების, სახელმწიფო ინსტიტუტების აღმშენებლობისა და ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით.
ინდა დაგიდასტუროთ, რომ რუსეთი მომავალშიც ყოვლისმომცველ დახმარებას გაუწევს რესპუბლიკის ხელმძღვანელობასა და ხალხს. გულიტადად გისურვებთ მტკიცე ჯანმრთელობას და წარმატებას, თვქნეს თანამოქალაქეებთან ერთად“, - ნათქვამია ვლადიმირ პუტინის წერილში.