ტაქსების რეგისტრაცია დღეს, მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს მომსახურების ცენტრებში იქნება შესაძლებელი.
მსურველები რეგისტრაციას 29 სექტემბერს, 18:00 საათამდე შემდეგ სერვის ცენტრებში გაივლიან:
• ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში არსებული სერვის ცენტრი - შარტავას ქუჩა N7
• ვაკის სერვის ცენტრი - თამარაშვილის ქუჩა N10ა
• გლდანის სერვის ცენტრი - დ. სარაჯიშვილის ქუჩა N1გ
• ისნის სერვის ცენტრი - ნავთლუღის ქუჩა N8/1
• დიდუბის სერვის ცენტრი - რობაქიძის გამზირი N2
• სამგორის სერვის ცენტრი - მოსკოვის გამზირი N14
• კრწანისის სერვის ცენტრი - ორთაჭალის ქუჩა N4, II სართული, საუბნო განყოფილების შენობა
• მთაწმინდის სერვის ცენტრი - ძმები ზუბალაშვილების ქუჩა N48
• ჩუღურეთის სერვის ცენტრი - ზაზიაშვილის ქუჩა N2, დადიანის ქუჩა N1 (არმისული ქარვასლასთან, საუბნო განყოფილების შენობა)
• საბურთალოს სერვის ცენტრი - ა. მიცკევიჩის ქუჩა N29
• ნაძალადევის სერვის ცენტრი - გურამიშვილის გამზირი, N16 კორპუსის მიმდებარედ
ტაქსების რეგისტრაცია 1 აგვისტოდან დაიწყო. ნებართვის აღება შესაძლებელია, როგორც ელექტრონული ფორმით, ასევე დედაქალაქის ათივე რაიონის გამგეობაში. 21 აგვისტოდან ნებართვის მიღება შესაძლებელი გახდა იუსტიციის სახლშიც.
ამჟამად გაცემულია 9600-ზე მეტი ნებართვა.
აქვე გაცნობებთ, რომ აღნიშნული მომსახურების განხორციელების მსურველს ნებართვის აღება შეუძლია მომდევნო პერიოდშიც, თუმცა, ნებართვის მოპოვებამდე ტაქსებს 1 ოქტომბრიდან ეკრძალებათ მომსახურების გაწევა და ნებართვის არმქონე ტაქსის მფლობელი დაჯარიმდება.