სალომე ზურაბიშვილის გამოწვევას ვაშაძე და ბაქრაძე დათანხმდნენ

სალომე ზურაბიშვილის გამოწვევას ვაშაძე და ბაქრაძე დათანხმდნენ

გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბში აცხადებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ოპოზიციური ერთობის „ძალა ერთობაშია" საპრეზიდენტო კანდიდატი დებატებს არ შეუშინდება და მასში მონაწილეობასაც მიიღებს, ოღონდ არა სხვების წამოყენებული პირობებით და არა მხოლოდ ე.წ. ნეიტრალურ სივრცეში. რაც შეეხება "შავ ძალებს", ამაზე გრიგოლ ვაშაძე აცხდებს, რომ ერთადერთი "შავი ძალა" საქართველოში "ქართული ოცნებაა". ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.

სალომე ზურაბიშვილის გამოწვევას თანხმდება "ევროპული საქართველოც". პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, სალომე ზურაბიშვილსა და პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატ დავით ბაქრაძეს შორის დებატების მოსმენის შემდეგ საზოგადოება არჩევანს ბაქრაძის სასიკეთოდ გააკეთებს.

სალომე ზურაბიშვილმა 27 სექტემბერს განაცხადა, რომ „შავი ძალის“ ორივე სახეს იწვევს დებატებში ნეიტრალურ ტერიტორიაზე.  მას არ დაუკონკრეტებია, ვის გულისხმობდა „შავი ძალის“ ორ სახეში, თუმცა მოგვიანებით ეს უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განმარტა და განაცხადა, რომ კანდიდატი გრიგოლ ვაშაძეს და დავით ბაქრაძეს გულისხმობდა.

დამოუკიდებელ კანდიდატს საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი პოლიტიკური ძალა უჭერს მხარს. „ქართულმა ოცნებამ“ ამის შესახებ ოფიციალურად 9 სექტემბერსგანაცხადა.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის ოქტომბერში გაიმართება.