პრემიერმინისტრმა ძალიან სწორი აქცენტები გააკეთა თავისი გამოსვლის დროს გაეროში, რაც არის უნიკალური შესაძლებლობა, ელაპარაკო მსოფლიოს. პირველ რიგში აქცენტები გააკეთა რუსეთიდან მომავალ საფრთხეებზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ძალიან მძიმე ვითარებაზე, მეორეს მხრივ ჩვენი ამოცანაა, რომ საქართველო წარმოვაჩინოთ როგორც სტაბილურ, დემოკრატიულ და უსაფრთხო ქვეყნად, რომელმაც აირჩია განვითარების და პროგრესის გზა და სწორედ ამაზე გაკეთდა აქცენტები. ამავე დროს, საქართველო არის მცირე ქვეყანა, თუმცა მას აქვს ძალიან დიდი როლი გლობალური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში, სწორედ ამ საკითხებს შეეხო მამუკა ბახტაძე თავის გამოსვლებში.