ჯანდაცვის სამინისტროსა და შეერთებული შტატების საელჩოს შორის დახურული მიმოწერა მოსკოვში აღმოჩენის საკითხს, ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელი გამოეხმაურა. დავით სერგეენკოს თქმით, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, შესაძლოა, საქართველოშიც კიბერშეტევა განხორციელდა და ინფორმაცია მედიასაშუალებებმა ჰაკერული წესით მოიპოვეს.
„მე გამიჭირდება ექსპერტული შეფასება გავაკეთო, მაგრამ მე რაც საინფორმაციო სივრცეში გამიგია, ასეთი კიბერთავდასხმები და ინფორმაციის არალეგალური მოპოვება სამწუხაროდ იშვიათი არაა დღევანდელ დღეს და მე ვფიქრობ რომ იგივე სცენარი განვითარდა აქაც. ეს საბუთები რაცაა, ეს არის საქმიანი მიმოწერა და ამის უკან არაფერი არ დგას.