“საქართველოს პრეზიდენტი არის და იქნება აფხაზური იდენტობის დამცველი და ქვეყნის გამთლიანების დამცველი”

“საქართველოს პრეზიდენტი არის და იქნება აფხაზური იდენტობის დამცველი და ქვეყნის გამთლიანების დამცველი”

საქართველოს პრეზიდენტი დღევანდელი კონსტიტუციით, მაგრამ ხვალინდელი კონსტიტუციით უფრო მეტად, არის და იქნება აფხაზური ენის, აფხაზური იდენტობისა და ამ ქვეყნის გამთლიანების დამცველი, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან.

„საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციით არის და იქნება ერთადერთი დამცველი დღევანდელ პირობებში აფხაზური ენის, აფხაზური იდენტობისა და ქვეყნის გამთლიანების. ეს არის მისი სამივე მოვალეობა. მთელი ჩემი სულით, ენერგიით ვეცდები, რომ ყველანაირად დავიცვა ეს მოვალეობა, ეს ვალდებულება“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

სოხუმის დაცემიდან დღეს 25 წელი გავიდა. სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო უწყებების შენობებზე დაშვებულია დროშები.