ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სახელმწიფო სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის გია თვალავაძის დაკავების ფაქტს პირველად გამოეხმაურა.
„თვალავაძე ჯერ ბრალდებულია, ბრალდება არ დამტკიცებულა, ხოლო მას შემდეგ, რაც ყველაფერი გაირკვევა, შესაბამისი გადაწყვეტილებებიც იქნება მიღებული. თვალავაძე ბუნებით წესიერი კაცია. ცალსახაა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სასამართლომ“, - განაცხადა სერგეენკომ, რომელიც ნიუ იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაში მონაწილეობს.
„გაჟღერდა თითქოს, ეს ადამიანი თავის კაბინეტში ინახავდა ოთხი მილიონის ფსიქოტროპულ მედიკამენტებს, სინამდვილეში ეს ასე არ ყოფილა. მედიკამენტები აფთიაქიდან ამოიღეს, ხოლო სამინისტროში ინახება თითოეულ რეგისტრირებულ სერიაზე სანიმუშო ეგზემპლარები, რომლებიც არის ერთ სერიაზე ერთი კოლოფი. რაც შეეხება ოთხი მილიონის ფსიქოტროპულების ამოღებას, სამინისტროში ასეთი რამე არ მომხდარა“, - განმარტა სერგეენკომ.