კაიმანის კუნძულები კარიბის ზღვაში მდებარეობს. ის ოფიციალურად ბრიტანეთის კუთვნილი ტერიტორიაა, რომელიც ავტონომიით სარგებლობს. მისი ადმინისტრაციულ ცენტრს ქალაქი ჯორჯტაუნი წარმოადგენს.
კაიმანის კუნძულების საემიგრაციო სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე იმ სახელმწიფოების ჩამონათვალში, რომლის მოქალაქეებსაც კაიმანის კუნძულებზე ვიზის გარეშე შეუძლიათ ჩასვლა, „აფხაზეთის რესპუბლიკა“ და „სამხრეთ ოსეთის რესბუბლიკაც“ არის მითითებული.
აღსანიშნავია, ის ფაქტიც, რომ საქართველოს მოქალაქეებს, აქვე განთავსებული ცნობის თანახმად, კაიმანის კუნძულებზე მოსახვედრად ვიზა სჭირდებათ.
კაიმანის კუნძულების მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობის შესახებ დღემდე ოფიციალური განცხადება არასდროს გაკეთებულდა და ამის შესახებ არც არაოფიციალური ინფორმაცია გავრცელებულა.
„რეზონანსი“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტროსა და საქართველოში ბრიტანეთის საელჩოსაგან ამ საკითხზე დამატებითი ინფორმაციის მიღებას ცდილობს, რომელსაც მოგვიანებით შემოგთავაზებთ.