პაატა ბურჭულაძის თქმით, ის არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ „ქართული ოცნება“ უუნაროა. პოლიტიკური მოძრაობის სახელმწიფო ხალხისთვის ყოფილი თავმჯდომარის განცხადებით, მმართველ გუნდს აქვს მავნებლობის დიდი უნარი:
პაატა ბურჭულაძე წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში არსებულ მდგომარეობას და დღევანდელ ვითარებას შორის პარალელებს ავლებს.
„მაშინ იყო ტერორი ბიზნესის, დღეს ომეგა ჯგუფს რას უშვებიან. კი, ბატონო, ძალიან მტკივნეული იყო გირგვლიანის ასე წამებით სიკვდილი და დღეს დიდი მადლობა მავნებლებს, რომ მძინარე მოკლეს და არ უწვალებიათ მაჩალიკაშვილი. ეს განსხვავებაა, მეტი განსხვავება კი არაფერია.“ - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ,