ვოლსკი მერაბიშვილზე:

ვოლსკი მერაბიშვილზე: "შეწყალებას არ ექვემდებარება"

უმრავლესობის დეპუტატი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ვანო მერაბიშვილი არ უნდა შეიწყალონ.

"ჩვენ არანაირი მოლოდინი არ გვაქვს ამ საკითხზე. ეს პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა. მე ვფიქრობ, კონკრეტული ადამიანები იმსახურებენ შეწყალებას, თუმცა არის დანაშაულები, რომლებიც მოწყალებას და შეწყალებას არ ექვემდებარება. მე ასეთი აზრი მაქვს ამაზე", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

დეპუტატას ჰკითხეს არის თუ არა მერაბიშვილის დანაშაული ისეთი, რომელიც შეწყალებას არ ექვემდებარება, რაზეცვოლსკიმ უპასუხა, რომ "სწორედ ვანო მერაბიშვილის თემაზე ამახვილებს ყურადღებას გრიგოლ ვაშაძე.

"ვაშაძე საზოგადოებას პირდება, რომ თუკი გაიმარჯვებს, რაც პრაქტიკულად, გამორიცხულია, შეიწყალებს ერთს, მეორეს, მესამეს, ჩამოიყვანს სააკაშვილს და გააკეთებს იმას, რაც მას კონსტიტუციის უფლებებით არ აქვს განსაზღვრული", - განაცხადა გია ვოლსკიმ.