"ქართული ოცნების" მიერ მოწონებული საპრეზიდენტო კანდიდატი, მმართველი გუნდის წარმომადგენლებთან ერთად, ხელვაჩაურში ამომრჩეველს შეხვდა.
„მე მინდა რომ ვიყო ეფექტური პრეზიდენტი, შედეგიანი პრეზიდენტი და ამისთვის უნდა ერთად ვიმუშაოთ. პირველ რიგში რეგიონები უნდა გაძლიერდეს. ეს ჩვენი გარდაუვალი მიმართულება და პრიორიტეტი. საქართველო რეგიონების გარეშე არის ერთ დიდი თავკომბალა თბილისი, რომელსაც აქვს თავისი უზარმაზარი პრობლემები,“-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.