შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი გორის რაიონის სოფელ ერგნეთს ეწვია. სოფელი 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს დაზარალდა. დაიწვა ასობით სახლი. მათ მაგივრად დროებითი საცხოვრებელი სახლის სახით კოტეჯები აშენდა. 2 თვის დანიის ლტოლვილთა საბჭოს წარმომადგენლებმა აზომვითი სამუშაოები ჩაატარეს. დაგეგმილია 50-მდე სახლის რეაბილიტაცია – სახურავის გადახურვა და ერთი ოთახის გარემონტება. ერგნეთელები ამბობენ, რომ სინამდვილეში სოფელსი 150 სახლია დამწვარი. გავარკვიეთ ისიც, რომ ცოტა ხნის დარიგებული თუნუქის ფირფიტები ყველას არ ეყო. სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია უხარისხოდ ჩატარდა. ელექტროსისტემაზე მოწყობილი მექანიზაცია იმ რაოდენობის წყალს ვერ ქაჩავს სოფლისკენ, რომ ყველას ეყოს.