ჩხუბი პარლამენტში -

ჩხუბი პარლამენტში - "ხელი აუქნიე ბებიაშენს ბიჭო, შე იდიოტო"

პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე ვი­თა­რე­ბა და­ი­ძა­ბა. დე­პუ­ტა­ტებს შო­რის ჩხუ­ბი ზაზა პა­პუშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბამ და უმ­ცი­რე­სო­ბის მი­მართ რეპ­ლი­კებ­მა გა­მო­იწ­ვია.

პა­პუ­აშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი დას­კვნა იყო უგ­ვა­ნო და უში­ნა­არ­სო. ამას­თან, მან უმ­ცი­რე­სო­ბის დე­პუ­ტა­ტებს უზ­რდე­ლი უწო­და.

“ეს ადა­მი­ა­ნე­ბი, ვე­რა­ნა­ირ დას­კვნას ვერ გა­მო­ი­ტა­ნენ. კო­მი­სი­ამ სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მარ­ტო რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის გა­სა­ცე­მად იმუ­შა­ვა. აქ ლა­პა­რა­კი იყო ცი­ნიზ­მზე, უტიფ­რო­ბა­ზე. რამ­დენ­ჯერ უნდა გი­თხრთ, რომ ხართ უტიფ­რე­ბი, ცი­ნი­კო­სე­ბი, უზ­რდე­ლე­ბი და კი­დევ მეტი... ხელი აუქ­ნიე ბე­ბი­ა­შენს ბიჭო, შე იდი­ო­ტო“, - მი­მარ­თა უმ­ცი­რე­სო­ბის წევ­რებს ზაზა პა­პუ­აშ­ვილ­მა, რომ­ლის შე­ფა­სე­ბებ­საც პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე ხმა­უ­რი მოჰ­ყვა.

პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის საქ­მის შემ­სწავ­ლე­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის დას­კვნის მოს­მე­ნა მიმ­დი­ნა­რე­ობს.