ანატოლი ბიბილოვი თბილისთან დიალოგის დასაწყებად პირობებს აყენებს

ანატოლი ბიბილოვი თბილისთან დიალოგის დასაწყებად პირობებს აყენებს

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან დილოგისთვის მზადაა იმ პირობით, თუ ოფიციალური თბილისი ძალის გამოუყენებლობის შესახებ მემორანდუმს ხელს მოაწერს და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას აღიარებს. ამის შესახებ ბიბილოვმა გაზეთ „იზვესტიასთან“ ინტერვიუში ისაუბრა:

„ჩვენ ყოველთვის ვაცხადებდით, რომ მზად ვართ დიალოგისთვის და ვთქვით, რა პირობებია ამისთვის. პირველი ეს არის მემორანდუმის ხელმოწერა ძალის გამოუყენებლობის შესახებ, რომლისთვისაც საქართველოს ხელი არ მოუწერია და როგორც ჩანს არც აპირებს. გასაგებია, რომ მასზე ზეწოლას აშშ ახორციელებს და ამას არც მალავენ. ეს ცხადი ხდება, ჟენევის დისკუსიების მიმდინარეობიდანაც. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ სამხრეთ ოსეთი მზადაა დისკუსიისთვის საქართველოს პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან - იმ პირობით, რომ ისინი ხელს მოაწერენ ძალის გამოუყენებლობის შესახებ მემორანდუმს და რა თქმა უნდა აღიარებენ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას.“- განაცხადა ბიბილოვმა.