ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტით მყოფმა პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე ჯონ მალხაზ შალიკაშვილის საფლავი გვირგვინით შეამკო. ინფორმაციას მავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მთავრობის მეთაურმა პატივი მიაგო ქართული წარმოშობის ამერიკელი გენერლის ხსოვნას.
ამერიკის შეერთებული შტატების არმიის გენერალი, ჯონ მალხაზ შალიკაშვილი აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი იყო. მას ეს თანამდებობა პრეზიდენტ ბილ კლინტონის ადმინისტრაციის დროს, 1993-1997 წლებში ეკავა. ჯონ მალხაზ შალიკაშვილი ამერიკულ არმიას 38 წლის განმავლობაში ემსახურებოდა.