აშშ-ში სასამართლოს შენობაში სროლა იყო

აშშ-ში სასამართლოს შენობაში სროლა იყო

პენსილვანიის შტატის ქალაქ მეისონთაუნში სასამართლოს შენობაში სროლა იყო. ინციდენტისას დაიღპა ერთი ადამიანი და ისიც თავდამსხმელია, დაიჭრა 3. ამის შესახებ USATODAY წერს.

უცნობი კაცი სასამართლოს შენობაში შევიდა და უმისამართო სროლა დაიწყო. შედეგად ორი ქალი და ერთი კაცი დაშავდა. პოლიციამ საპასუხო სროლისას თავდამსხმელი მოკლა.

თავდამსხმელი ოჯახის წევრების მიმართ ძალადობაში იყო ბრალდებული. მისი სასამართლო პროცესი დღეს უნდა გამართულიყო.