"ვაშაძე პირდაპირ კავშირში იყო კგბ-ს საქმიანობასთან"

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის თქმით, საპრეზიდენტო კანდიდატები მათი პოლიტიკური საქმიანობის შედეგებით უნდა შეფასდნენ. ოპოზიცია ორმაგი სტანდარტით მოქმედებს, როცა პროდასავლურ ორიენტაციაზე საუბრობს მაშინ, როდესაც მისი კანდიდატი საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა.

"წლების მანძილზე ვაშაძე საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს იმ განყოფილებაში მუშაობდა, რომელიც, რა თქმა უნდა, პირდაპირ კავშირში იყო მაშინდელ კგბ-ს საქმიანობასთან. ახლა დემოკრატიულ საქართველოში რომ არ ვცხოვრობდეთ და საბჭოთა კავშირი იყოს, შეიძლება, ბატონი ვაშაძე არა პრეზიდენტობის კანდიდატი იყოს, არამედ ის, ჩვეულებრივად, საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კგბ-ს შეფი იყოს“, – განაცხადა სესიაშვილმა.