„არ უნდა ვიფიქროთ, რომ ჩვენ შეგვტკივა გული ჩვენ ახალგაზრდობაზე და სხვას - არა, არანაკლებად შესტკივა გული სამშობლოსათვის ჩვენს ხელისუფლებას“

„არ უნდა ვიფიქროთ, რომ ჩვენ შეგვტკივა გული ჩვენ ახალგაზრდობაზე და სხვას - არა, არანაკლებად შესტკივა გული სამშობლოსათვის ჩვენს ხელისუფლებას“

მარიხუანას კულტივირების თემას პატრიარქი დღეს საკვირაო ქადაგებისას შეეხო: 

„ადამიანის ცხოვრება სავსეა განსაცდელით. ჩვენ ვხვდებით განსაცდელს რწმენით, მოთმინებით და იმედია, რომ ის განსაცდელი უფრო ადვილად განქარდება. განსაცდელი, ალბათ, საჭიროა ადამიანისთვის, ალბათ, უფლის განგებით უფრო მტკიცდება ადამიანი, მყარდება ადამიანი, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ განსაცდელი მთავრდება სიხარულით. განსაცდელი მძიმე გადასატანია, მაგრამ სიხარულით მთავრდება. აი, ამ ბოლო დროს მღელვარება შემოვიდა ჩვენს ხალხში, რომ ნარკოტიკები, მარიხუანა, კანაფი და სხვა ნარკოტიკები შემოვა, იქნება მიღებული. არ უნდა შეგვეშინდეს, არ უნდა ვიფიქროთ იმის შესახებ, რომ ღმერთმა მიგვატოვა ჩვენ. ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ ისეც, რომ ჩვენ შეგვტკივა გული ჩვენი სამშობლოსათვის, ჩვენი ხალხისათვის, ჩვენი ახალგაზრდობისათვის და სხვას კი არ შესტკივა.

მე მინდა ვთქვა, რომ არანაკლებად შესტკივა გული სამშობლოსათვის ჩვენს ხელისუფლებას. ხელისუფლება პასუხისმგებელია და ამიტომ მათზე დაკისრებულია ეს პასუხისმგებლობა. მე მინდა ვთქვა, რომ ეს ნარკოტიკები ძალიან საშიშია“, - განაცხადა კათოლიკოს პატრიაქმა.