"მარიხუანა კიბოს კლავს"

ამერიკაში კიბოსგან ყოველ წელს თითქმის 600 ათასი ადამიანი კვდება. მხოლოდ წელს კიბოს დიაგნოზს 1.6 მილიონ ადამიანზე მეტს დაუსვეს. ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში კიბოს მკურნალობის თაობაზე უამრავი კვლევა ჩატარდა და დიდი დროც დაიხარჯა. და მაინც, მარიხუანასთან დაკავშირებული სტიგმის გამო, მთავრობები და მკვლევარები ამ სასწაულმოქმედ მცენარეს, როგორც სამკურნალო საშუალებას ან განკურნებისთვის აუცილებელ უმთავრეს შემადგენელს, დიდწილად იგნორირებას უკეთებდნენ.

აღიარება

2015 წლის აგვისტოში კიბოს ეროვნულმა ინსტიტუტმა (NCI) თავის საიტზე გამოაქვეყნა ანგარიში სათაურით "მარიხუანა კიბოს კლავს". 

ცნობილია, რომ კანაფის სამედიცინო მიზნებით გამოყენება შესაძლებელია, რადგან ის ბევრი ქრონიკული დაავადების სიმპტომებს ამსუბუქებს. ფაქტობრივად, სამედიცინო მიზნებით მარიხუანა 3 ათას წელზე მეტია გამოიყენება.

კიბოს (და სხვა ქრონიკული დაავადებების) მქონე ადამიანებისათვის სამედიცინო კანაფს პოტენციურად შეიძლება შემდეგი დადებითი მხარეები ჰქონდეს:

გულისრევის საწინააღმდეგო ეფექტი;

მადის გაუმჯობესება;

ტკივილის დაყუჩება;

ძილის გაუმჯობესება.

როგორ კლავს კანაფი კიბოს?

მარიხუანაში 21 ქიმიური კომპონენტია, რომლებსაც კანაბინოიდები ეწოდება. ეს ქიმიური ნივთიერებები სხეულში განლაგებულ რეცეპტორებს ააქტიურებს და ცენტრალურ ნერვულ და იმუნურ სისტემებზე ფარმაკოლოგიურ ზემოქმედებას ახდენს. ეს ორგანიზმში მომხდარი ფიზიოლოგიური და ბიოქიმიური ცვლილებებია, რომლებსაც თერაპიულად კონცენტრირებული მედიკამენტი ახდენს.

მარიხუანის უპირველესი ფსიქოაქტიური შემადგენელია THC (დელტა-9-ტეტრაჰიდროკანაბინოლი), თუმცა არის სხვა კომპონენტებიც, მაგალითად, კანაბინოლი (CBN), კანაბიდიოლი (CBD), კანაბიქრომენი (CBC), კანაბიგეროლი (CBG), ტეტრაჰიდროკანაბივარინი (THCv) და დელტა-8-THC , რომლებსაც ასევე შეიძლება ფარმაკოლოგიური ეფექტი ჰქონდეთ. მაგალითად, ცნობილია, რომ CBD-ს მნიშვნელოვანი ტკივილდამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს და THC-სგან განსხვავებით თრობას არ იწვევს.

ორწლიანი კვლევის განმავლობაში თაგვებისა და ვირთხების ჯგუფს ზონდის საშუალებით THC-ს სხვადასხვა დოზით კვებავდნენ.

მიღებული შედეგი:

კანაბინოიდები კიბოს უჯრედებს სპობენ და უჯრედების ზრდას ბლოკავენ ისევე, როგორც სიმსივნის ზრდისათვის აუცილებელ სისხლძარღვებს, რითაც სიმსივნის ზრდას აფერხებენ;

ცხოველებზე ჩატარებულმა ლაბორატორიულმა კვლევებმა უჩვენა, რომ ნორმალური უჯრედების დაცვის გზით კანაბინოიდებს შესაძლებელია კიბოს უჯრედების მოსპობა შეეძლოთ;

შესაძლებელია, რომ კანაბინოიდები ხელს უშლიდეს მსხვილი ნაწლავის ანთებას და ამცირებდეს მსხვილი ნაწლავის კიბოს რისკს; ასევე შესაძლებელია, რომ ამ უკანასკნელის მკურნალობაშიც გამოსადეგი იყოს;

ღვიძლის კიბოს უჯრედებზე THC-ს ზემოქმედების ლაბორატორიული შესწავლის დროს გაირკვა, რომ ის კიბოს უჯრედებს აზიანებს ან სპობს;

ღვიძლის კიბოს მოდელებზეTHC-ს გავლენის თაობაზე ჩატარებულმა იმავე კვლევამ უჩვენა, რომ მას სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება აქვს;

CBD-ს გამოყენებით ქიმიოთერაპია შეიძლება უფრო ეფექტური აღმოჩნდეს. მამაკაცის ჯანმრთელობის შესწავლამ დაამტკიცა, რომ პოტენციურად კანაფს კიბოს მოსპობა შეუძლია. 84,170 მონაწილის ანალიზმა კანაფის გამოყენებასა და საშარდე ბუშტის კიბოს სიხშირეს შორის კავშირი გამოავლინა. 16 წლის განმავლობაში დაკვირვებამ უჩვენა, რომ საშარდე ბუშტის კიბო კანაფის 89 მომხმარებელს გაუჩნდა. შედარებისათვის, იმ მამაკაცებს შორის, რომლებიც აცხადებდნენ, რომკანაფს არ ეწეოდნენ, საშარდე ბუშტის კიბო 190 მამაკაცს გაუჩნდა. ასაკის, რასის, ეთნიკური წარმომავლობისა და წონის მიხედვით კვლევის მონაწილეების შედეგების შესწავლით გაირკვა, რომ კანაფის გამოყენება საშარდე ბუშტის კიბოს სიხშირეს 45%-ით ამცირებს.

და ბოლოს, ბევრმა კვლევამ უჩვენა, რომ კანაფს კიბოს უჯრედების მოსპობის პოტენციალი აქვს. თუმცა ადამიანებზე ბევრი კვლევა არ ჩატარებულა. ადამიანებზე სულ რამდენიმე კლინიკური ცდა ჩატარდა. ამდენად, ჯერ ძალიან ადრეა იმაზე ლაპარაკი, რომ შედეგი ადამიანებშიც დადებითი იქნება. კარგია, რომ მუშაობა ამ მიმართულებით გრძელდება და მკვლევარები ამით სულ უფრო მეტად ინტერესდებიან.

http://ehealthmagz.com/2018/07/10/cancer-institute-finally-admits-marijuana-kills-cancer/