აშშ-ი ოფიციალური ვიზიტისას ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს ტოლტენბერგმა ალიანსის გაფართოებას და საქართველოს გაწევრიანების შესაძლებლობაზე დასმულ კითხვას უპასუხა და ნატო-საქართველოს პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„არანაირად არ ვცნობთ რუსეთის ჯარების ყოფნას მის ტერიტორიაზე. ბრიუსელის სამიტზე ნატო-ს წევრ ქვეყნების ლიდერებმა გაიმეორეს, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. ვეხმარებით საქართველოს რეფორმების გატარებაში, აქვს ჩვენი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერაც. გავხსენით წვრთნისა და შეფასების ცენტრი და ვეხმარებით თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტების რეფორმირებაში. საქართველო აღწევს პროგრესს, რაც მისასალმებელია. გავაგრძელებთ მის მხარდაჭერას და დავეხმარებით ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე, გაწევრიანების ჩათვლით. ჩვენ მადლიერი ვართ, რასაც საქართველო აკეთებს ნატო-თვის... ასე რომ, საქართველო მნიშვნელოვანია ნატო-თვის, ნატო-ც მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ვაგრძელებთ ჩვენი პარტნიორობის უფრო მეტად გაძლიერებას,“ - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.