გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ამბობს, რომ "რუსეთი საქართველოში და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში სიტუაციის დესტაბილიზაციას ეწევა".
კანცლერმა ეს განცხადება, ლიეტუვაში დისლოცირებული გერმანელი სამხედროების წინაშე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
„ჩვენ ვხედავთ, რომ თითქმის ყველა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას, რომლებიც ევროკავშირისა და ნატო-ს წევრები არ არიან, რუსეთის მიერ გაჩაღებულ შიდა კონფლიქტებთან უწევთ გამკლავება“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.