ავტომანქანების პარკირების საკითხი თბილისის მაცხოვრებლების ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა და სასიხარულოა, რომ თბილისის მერია ამ საკითხის მოწესრიგებას უკვე შეუდგა" - ასე გამოეხმაურა ნინო გოგუაძე თბილისის მერიის ინიციატივას.
„სასიხარულოა, რომ თბილისის მერია იმ საკითხის მოწესრიგებას შეუდგა, რომელიც ერთი შეხევდით, თითქოს მოუგვარებელ პრობლემასგავდა. ქალაქში პარკირების სისტემის გაუმჯობესებით ყველა მაცხოვრებელია დაინტერესებული და ის ინიციატივა, რომელსაც თბილისის მერია მალეპარლამენტს წარუდგენს განსახილველად, ყველა ჩვენგანისთვის იქნება მნიშვნელოვანი. ზონალური პარკირების სისტემა, რაც სრულიადსიახლე იქნება ქალაქისთვის, გაადვილებს და კომფორტულს გახდის, როგორც მანქანით ასევე, ფეხით მოსიარულეების გადაადგილებას. ასევე, მნიშვნელოვნად განტვირთავს და მოაწესრიგებს მოძრაობას ქალაქის ქუჩებში. რაც შეეხება იმ საკითხს, რომ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული პარკირების ადგილები ყველასთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი, ვფიქრობ, აქ ორი აზრი არ არის. კერძო პირების მიერთვითნებურად, პირადი მიზნებისთვის შემოსაზღვრული ტერიტორიები, რომლებსაც ხშირად ვხვდებით თბილისის სხვადასხვა უბნებში, უნდა გაიხსნას და ყველასთვის გახდეს ხელმისაწვდომი." - განაცხადა ნინო გოგუაძემ.