ფოთელები

ფოთელები "მეტალის ტერმინალთან" მიიჭრნენ და ცენტრალური ქუჩა გადაკეტეს

ფოთში საპროტესტო აქცია გაიმართა. მოსახლეობამ ჭავჭავაძის ქუჩა თითქმის ერთი საათის განმავლობაში გადაკეტა. მოსახლეობა ახლოს მდებარე „კავკასიური მეტალის ტერმინალის“ მიმართ პრეტენზიებს გამოთქვამს.

მათი თქმით, ტერმინალის მუშაობის პროცესში წარმოქმნილი მტვერი ჯანმრთელობისთვის საზიანოა.

ისინი „კავკასიური მეტალის ტერმინალის“ ადმინისტრაციას და ადგილობრივ ხელისუფლებას სტანდარტების შესაბამისად მუშაობას და პრობლემის უმოკლეს ვადებში მოგვარებას სთხოვენ.

კომპანიის დირექტორი იროდი კვარაცხელია ტვირთის მავნებლობას არ ადასტურებს და აცხადებს, რომ საწარმო სტანდარტების შესაბამისად მუშაობს.

"პირველი არხის" ცნობით, მოსახლეობა მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში პერმანენტული საპროტესტო აქციებით იმუქრება.