"შევიწყალებ სააკაშვილს, მერაბიშვილს, ახლაიას, ცააძეს..." - ვაშაძის საპრეზიდენტო ამოცანა

მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" საპრეზიდენტო კანდიდატი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში ყოფილ მაღალჩინოსნებს, რომელთა მიმართაც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგა, შეიწყალებს.

ვაშაძის განცხადებით, ის აპირებს შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი და დანარჩენი პოლიტპატიმრები, რომლებიც ციხეში არიან, მათ შორის ვანო მერაბიშვილი, ბაჩო ახალაია და გიორგი ცააძე.

"იმიტომ, რომ მორჩა უკვე... პოლიტიკური დევნა საქართველოში უნდა დამთავრდეს", – განაცხადა ვაშაძემ.