„იბერიას“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის ვახტანგ ხუზმიაშვილის განაცხადებით, ტელეკომპანიის საქმესა და მედიაში გავცელებულ სკანდალურ ჩანაწერებზე გამოძიების დაწყება რის პროკურატურის მხრიდან დაცინვა.
„გამოძიება დაუწყია თბილისის პროკურატურას, რატომ იმ სიმძიმის დანაშაული არ არის, რომ მთავარმა პროკურატურამ დაიწყოს გამოძიება? არაფერია ნახსენებია ტელეკომპანია „იბერიაზე“. პირველ ჩანაწერში საუბარი იყო იმაზე, რომ ტელეკომპანია „იბერიას“ წაღება უნდოდათ. ამ განცხადებაში ჩვენ ვერსად ვნახეთ, რომ პროკურატურას აინტერესებს, ვის სურდა ტელეკომპანია „იბერიას“ გადაფორმება. გამოძიება დაწყებულია იმ მუხლით და მოთხოვნით, რაც გუშინ გაავრცელა განცხადება ბატონმა მამაცაშვილმა. აქ იყო რეკეტი, არა მოტყუება, სად არის გამოძალვა აქ ნახსენები. ამიტომ ჩვენ არ ვენდობით თბილისის პროკურატურას, არც ამ განცხადებას,“- განაცხადა ვახტანგ ხუზმიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურის ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე აღძრულია 180-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლებას გულისხმობს.