საფრანგეთში ავტოკატასტროფაში საქართველოს ორი მოქალაქს - მ.პ. და ქ.თ. დაიღუპნენ. სტრასბურგიდან სამხრეთით კოლმარ-მიოლუზის მიმართულებით მოძრავ "ოპელ-კორსა"-ს უკნიდან სატვირთო ავტომობილი შეეჯახა.
შეჯახების შედეგად გარდაიცვალა "ოპელ-კორსას" ორი მგზავრი, სამი კი მძიმედ დაშავდა. პორტალ dna.fr-ს ცნობით, "ოპელ-კორსა"-ს მგზავრები საქართველოს მოქალაქეები არიან, ორი არასრულწლოვანი საფრანგეთის მოქალაქეა"
გარდაცვლილია 53 წლის მძღოლი-ქალი და უკანა სავარძელზე მჯდომი 48 წლის ქალი. მძიმედ დაშავდნენ მძღოლის გვერდზე მჯდომი 26 წლის ქალი და მისი ბავშვები, რომელთაგან ერთი რამდენიმე თვისაა, მეორე კი - სამი წლის.
დაღუპულთაგან ერთი, უკანა სავარძელზე მჯომი 48 წლის ქალი დედაა 26 წლის ქალისა, ხოლო მეორე, ქალი-მძღოლი, მისი დედამთილია.
წინასწარი ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილის მძღოლი არ იმყოფებოდა ალკოჰოლის ან ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ, არ მოძრაობდა გადაჭარბებული სიჩქარით და მან უბრალოდ ვერ შეძლო მოულოდნელად შეჩერებული ავტომანქანასთან შესახებისგან თავის არიდება.