ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თელავის მუნიციპალიტეტის სოფე რუისპირში. ერთმანეთს ორი მსუბუქი და ერთი სამგზავრო მანქანა შეეჯახა. "ოპელის", "ნივისა" და მინივენის შეჯახების შედეგად სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებებით სამი დაშავებული ამ წუთებში თელავის რეფერალურ საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ბრიგადას გადაყავს. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სამაშველო ჯგუფები.
რა გახდა ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.