„მე კიდევაც დავბრუნდი და ხვალ კიდევაც პრეზიდენტი ვიქნები ... მოვდივარ ქაჯების დასათხოვნად“, - ეს განცხადება პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა და „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა სალომე ზურაბიშვილმა ქუთაისში გააკეთა. ზურაბიშვილი მხარდაჭერებს ხვდება და ამით საპრეზიდენტო არჩევნებზე კამპანიას ოცფიციალურად იწყებს.
შეხვედრას „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ლიდერები, პარტიის გენერალური მდივანი და გუბერნატორები ესწრებიან. ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას იმ მიზეზებზე ისაუბრა რის გამოც მან საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება გადაწყვიტა.
დამსწრეებს პრეზიდენტობის კანდიდატმა საკუთარი გამოცდილება გააცნო, ზურაბიშვილი ამბობს, რომ საერთაშორისო დიპლომაპტიაში 30 წლიანი გამოცდილება აქვს და გარდა ამისა არაერთი წელი პროფესორს მასწავლებლად მუშაობდა და მას ასევე აქვს გამოცდილება შიდა პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობისა. მისი თქმით, სხვა შემთვევაში ის არ გადაწყვეტდა არჩევნებში ჩართვას რადგან ის უცხო იქნებოდა.
„მოვდივარ ისეთი როგორიც ვარ, არაფერს არ ვთამაშობ ... მე მოვდივარ როგორც ემიგრაციის შვილი, მოვდივარ ჩემი ქართული ენით რომელიც ზოგისთვის დასაწუნია ... თუმცა მე ამისთვის ბევრი ვიმუშავე, მე კიდევაც დავბრუნდი და ხვალ კიდევაც პრეზიდენტი ვიქნები. მოვდივარ იმისთვის, რომ არავის არ მოუწიოს ქვეყნიდან წასვლა და აღარ დავკარგოთ ტერიტორიები და იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გავიყვანო რუსეთის ჯარები, მოვდივარ ქაჯების დასათხოვნად იმიტომ, რომ ტყუილი და სიძულვილი ყველას ამოუვიდა ყელში“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.