ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. ცოტა ხნის წინ ყოფილი პრემიერი ე.წ. მატროსოვის ციხიდან ნიუჰოსპიტალში გადაიყვანეს. ის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოათავსეს. მერაბიშვილის საავადმყოფოში უკვე მესამედ მოხვდა. ერთი თვის წინ მსგავსი ფაქტის შემდეგ მას მკურნალობის კურსი დაენიშნა, თუმცა, როგორც ჩანს, ეს მკურნალობა უშედეგო აღმოჩნდა.
ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი კვლავ სასუნთქი გზების პრობლემებით არის ჰოსპიტალიზებული.
„შედეგი არ გამოიღო ამ პერიოდში მკურნალობამ. ორ თვეზე მეტია უკვე მიმდინარეობს. შესაბამისად ჩვენ მოვითხოვეთ, რომ მომხდარიყო მისი ხელახლა გამოკვლევა რაზეც დაგვთანხმდნენ და მოხდა მისი გადაყვანა. ამავდროულად მიწერილი გაქვს სასჯელაღსრულების დაწესებულებისთვის, რომ გვაცნობონ წინა შემთხვევებში როდესაც მოხდა მისი გაყვანა გამოკვლევის მიზნით რა დიაგნოზი იქნა დასმული. აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერ პასუხი არ მიგვიღია. შესაბამისად ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს დღეებში ისინი მოგვაწვდიან ამ ინფორმაციას.
რაც შეეხება მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ის კვლავ ცუდად არის. არანაირი შედეგი არ ქონია ამ ორთვიან მკურნალობას. ბუნებრივია, გვაქვს განცდა, რომ არ მოხდა ჯეროვნად მისი გამოკვლევა. ან არასწორი დიაგნოზირება იყო თავის დროზე გაკეთებული“, - განაცხადა ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა