განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ განხორციელებული დიდი საკადრო წმენდის შემდეგ ცნობილი ხდება, რომ ყოფილი მაღალჩინოსნების საქმიანობით შესაძლოა მალე პროკურატურა დაინტერესდეს. სამინისტროს აუდიტი უკვე სწავლობს იმ სავარაუდო დარღვევებს, რომელიც გრიფირების პროცესში იყო დაშვებული.
ამ თემაზე გამომცემლები უკვე კარგა ხანია ხმამაღლა საუბრობენ და საქმის შესწავლასაც ითხოვენ.
განათლების მინისტრმა ოთხი მაღალჩინოსანი - თემურ მურღულია, ლია გიგაური, მაია მიმინოშვილი და თამარ სანიკიძე 10 სექტემბერს გაათავისუფლა.