„ცენტრ პოინტი“ m2-ისთვის საკუთარი აქტივების გადაცემას იწყებს. ამის შესახებ “ცენტრ პოინტ ჯგუფის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, გუკა რჩეულიშვილმა განაცხადა.
„ერთი წლის წინ გამოვედი ციხიდან და ამის შემდეგ ვეძებ ინვესტორს. მიდის აქტიური მოლაპარაკება m2-თან. არსებობს ხელშეკრულება, რომელიც მე წინა მოსამართლეს გავაცანი. ეს არის გენერალური ხელშეკრულება, რაც ყველა ჩვენს ობიექტს ასრულებს.
ხელშეკრულება ფორმდება m2-ს, „ცენტრ-პოინტსა“ და დაზარალებულებს შორის. კომპანია m2 იღებს ვალდებულებას, ანუ ჩვენ არ გვეყოლება დაზარალებულები.
აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, საქმეზე საპროცესო შეთანხმება უნდა გაფორმდეს, რის შემდეგაც მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი საპატიმრო დაწესებულებას დატოვებენ“ - აცხადებს გუკა რჩეულიშვილი.