„მოსაშვილის ქუჩაზე „აფთიაქში“ დღის-მზისით მიდიან ნარკომანები“

„მოსაშვილის ქუჩაზე „აფთიაქში“ დღის-მზისით მიდიან ნარკომანები“

ბიზნესმენი ლევან ვასაძე სოციალურ ქსელში სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს:

„ჩვენს ძალოვან ორგანოებს ვატყობინებ, რომ ვაკეში, მოსაშვილის ქუჩაზე მდებარეობს დაწესებულება, რომელსაც რატომღაც ახატია სამეფო გვირგვინი და აწერია „აფთიაქი“ და რომელშიც დღისით, მზისით მიდიან ნარკომანები და იქვე გამოდიან ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ. ჩემთვის ცნობილია, რომ ამ დაწესებულების შესამოწმებლად გამოძახებულ პატრულს დახვდა დაცვა, რომელმაც უთხრა, რომ ეს არის ისრაელის მოქალაქის ბიზნესი და მათ დაწესებულების შემოწმების უფლება არ აქვთ“.