61 წლის პენსიონერმა ქალმა წყვილს კოცნის გამო ესროლა

61 წლის პენსიონერმა ქალმა წყვილს კოცნის გამო ესროლა

ინციდენტის მონაწილე 61 წლის პენსიონერი დაკავებულია, 20 წლის გოგო კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ის ხელშია დაჭრილი. ადგილზე ადგილობრივი პოლიცია და კრიმინალისტები მივიდნენ. „პოლიციაში დარეკა 20 წლის გოგომ და თქვა, რომ მას კორპუსის ფანჯრიდან ესროლეს. შემთხვევის ადგილზე მოწმეებმა კონკრეტულ ფანჯარაზე მიგვითითეს, საიდანაც გასროლა მოხდა“, - განაცხადა ქალაქის პოლიციის წარმომადგენელმა.

კიევის პოლიციამ მითითებული ბინიდან ტყვიები, პნევმატური იარაღი და თოფი ამოიღო. სამართალდამცველების თქმით, პენსიონერს წყვილის საქციელი არ მოეწონა და მათ ფანჯრიდან ესროლა, რა დროსაც გოგო დაიჭრა. გამოძიება ხულიგნობის მუხლით მიმდინარეობს.