„თურმე სააკაშვილთან ერთად სახელწმიფო გადატრიალებას ვაპირებ... კონფლიქტი მხოლოდ ბიძინასთან იყო“

„თურმე სააკაშვილთან ერთად სახელწმიფო გადატრიალებას ვაპირებ... კონფლიქტი მხოლოდ ბიძინასთან იყო“

„დაწყებული იმით, რომ თურმე, სააკაშვილთან ერთად სახელწმიფო გადატრიალებას ვაპირებ, გაგრძელებული ჩემი ფუფუნების მიმართ მიდრეკილებით, უცხოეთში სიარულის მიდრეკილებით, ათასი ჭორით და საზიზღრობით... ერთადერთი რაც გამახალისებელი იყო, იმდენად მდარე აზროვნების ხალხია, რომ ამას ყველაფერს იუმორისთვის კარგად ფუთავდა. 5 წლის განმავლობაში ამ ადამიანებთან საერთოდ ურთიერთობა არ მქონდა, არც ერთი პოლიტიკური ლიდერი ჩემთვის არ იყო ახლობელი. ეს გავიარე სრულიად დაუმსახურებლად, რაც ნორმალურია. ტრაგედიად არ მიმაჩნია“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში, გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა.

გრიგოლიას მიერ დასმულ კითხვას: -ივანიშვილისგან მოდიოდა ეს? - მარგველაშვილმა უპასუხა:

„ჩემი კონფლიქტი მხოლოდ ბიძინასთან იყო, სხვასთან არ მქონია და ვერც მექნებოდა. ამათი პოეზიის და მჭერმეტყველების კომენტირება აღარ დამჭირდება, რასაც 5 წელი აფრქვევდნენ. ვინც დღეს ოპოზიციაშია და ვინც ხვალაც ოპოზიციაში იქნებიან.

კითხვა იყო რომ ბიძინაზე რატომ არაფერს ვამბობ, საერთოდ არავიზე არაფერს ვამბობ, ვინმეს მივაყენე შეურაცხყოფა?!“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა