პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის არის „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი და არა ამ პარტიის წევრი. სამომავლოდ კი ის არ იქნება ვინმესგან მართული პრეზიდენტი.
„ჩემზე ამბობდნენ, რომ ვარ ხან პრინციპული, არავის არ ვუჯერებ და ამით აშინებდნენ „ოცნებას“, რომ ჩემ მართვას ვერ შეძლებდნენ. მეორე მხრივ კი მაბრალებდნენ, რომ ვარ „ქართული ოცნების“ კანდიდატი და ვიქნები მათგან მართული. მე მინდა გითხრათ, რომ არც ერთი ვიქნები და არც მეორე. არ ვიქნები პლასტელინი, რადგან ეს არ არის ჩემი ხასიათი. ვინც მიცნობს, ყველამ იცის, რომ ასე არ მოხდება“, – განაცხადა ზურაბიშვილმა გადაცემა „რეაქციის“ ეთერში.