საქართველოდან მარიხუანის ექსპორტთან დაკავშირებით გაჟღერებულ ინიციატივას საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი გუგული მაღრაძე გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს არის სოფლის მეურნეობის პროდუქცია და შესაბამისად, მარიხუანის ექსპორტით, ქვეყნის ფინანსური შემოსავალი გაიზრდება.
„ჩვენ უცხოეთში გასატანი ბევრი არ გვაქვს, იცით რამხელა შეჯიბრია ქვეყნებში, თუ ვინ გაიტანს ამ პროდუქტს უცხოეთში. სადღაც მოიყვანენ სიმინდს, ლობიოს, მალინას და სადღაც მოიყვანენ ამას. ეს იქნება ლიცენზირებული, გათვლილი იმის მიხედვით, რომ ქვეყნისთვის მოიტანოს მეტი მოგება“, – განაცხადა გუგული მაღრაძემ.