„სად არიან ის ადამინები, ნუთუ საქართველოს ბედი აღარ აინტერესებს არავის?“

„სად არიან ის ადამინები, ნუთუ საქართველოს ბედი აღარ აინტერესებს არავის?“

ზაზა სარალიძე წუხს, რომ აქციაზე ვერ ხედავს იმ პიროვნებებს, რომლებიც იძახდნენ პოლიტიკური პარტიების გამო საპროტესტო მსვლელობას არ ვუერთდებითო. ისინი არც გუშინ და არც დღეს რუსთაველზე არ გამოჩენილან:

„ძალიან სამწუხაროა, იმ პირებს ვერ ვხედავ, რომლებიც რაღაც იარლიყებს გვაწეპებდნენ, შავ პიარს გვიგორებდნენ და დღეს აქ არ არიან. ნუთუ საქართველოს ბედი აღარ აინტერესებს არავის? ჩვენი გადაწყვეტილება მოგეხსენებათ, მანამ ვიქნებით აქ, სანამ სამართლიანობა არ აღდგება.

დღეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა გააკეთეს განცხადება თითქოს სარალიძის მოთხოვნები არის გადაჭარბებული. რა არის გადაჭარბებული ჩემი შვილის მკვლელის დასჯას რომ ვითხოვ? მე გადავაჭარბებ მაგათ. აქ ვიქნები მანამ, სანამ ჩვენი მოთხოვნები არ შესრულდება“, - განაცხადა აქციაზე სარალიძემ.