რატომ იდგა გახარია კონფერენციაზე კართან? – ღონისძიების ორგანიზატორის განმარტება

რატომ იდგა გახარია კონფერენციაზე კართან? – ღონისძიების ორგანიზატორის განმარტება

სოციალურ ქსელში გავრცელებულ შს მინისტრის ფოტოს, რომელზეც გიორგი გახარია თბილისში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე კართან დგას, საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.

როგორც „კვირას“ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა განუცხადა, კონფერენციაზე შს მინისტრი მიწვეული იყო და ღონისძიებაზე დასასწრებად, მისთვის ადგილიც იყო განკუთვნილი.

„დღევანდელ კონფერენციას 400 სტუმარი ესწრებოდა. მათ შორის, ხელისუფლების წარმომადგენლებიც და, რა თქმა უნდა, შს მინისტრი გიორგი გახარია.

ღონისძიება დაწყებული იყო, როდესაც შს მინისტრი დარბაზში დაგვიანებით შემოვიდა.

ამ დროს, მომხსენებელი სიტყვით გამოდიოდა, მინისტრმა უხერხულობას თავი აარიდა და სანამ გამომსვლელმა საუბარი არ დაასრულა, მისთვის განკუთვნილ ადგილზე მისვლა საჭიროდ აღარ მიიჩნია, ამიტომ, მისივე სურვილით, კარებთან დადგა და მომხსენებლებს იქიდან უსმენდა“, - განაცხადა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის წარმომადგენელმა თამარ ხორბალაძემ.