„ლევან ყიფიანი ვინ არის საერთოდ არ ვიცი, პირველად მესმის...“ - ირაკლი კობახიძე სკანდალურ ჩანაწერზე

„ლევან ყიფიანი ვინ არის საერთოდ არ ვიცი, პირველად მესმის...“ - ირაკლი კობახიძე სკანდალურ ჩანაწერზე

„ლევან ყიფიანი ვინ არის საერთოდ არ ვიცი, პირველად მესმის...“ - ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სკანდალური ჩანაწერის შესახებ დასმული ითხვის პასუხად განაცხადა.
კობახიძე ამბობს, რომ ის არ იცნობს ლევან ყიფიანს, რომელიც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილი მინისტრია, 2012-2015 წლებში, "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში.

ტელეკომპანია „იბერიასა“ და „ომეგა ჯგუფზე“ ზეწოლის საქმეში სპორტისა და ახალაგზრდობის ყოფილი მინისტრი, ლევან ყიფიანი ფიგურირებს.

„იბერია ტვ“-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ბრიტანულმა საადვოკატო ფირმა „ფილდფიშერმა“ წერილი გაუგზავნა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილ მინისტრ ლევან ყიფიანს, რომელიც ადრესატს ორი კვირის წინ ჩაბარდა.

წერილში აღნიშნულია, რომ „ომეგას“ დაწყებული აქვს სამართლებრივი პროცედურები ინგლისისა და უელსის უმაღლესი სასამართლოსთვის „ომეგაზე“ განხორციელებული ზეწოლის გამო, რამაც დააზარალა „ომეგა ჯგუფი“.