რუსეთი და სამხრეთ ოსეთი თავდაცვის ერთიან სივრცეს ქმნიან, რაც საშუალებას იძლევა რესპუბლიკის უსაფრთხოება საიმედოდ იყოს დაცული

რუსეთი და სამხრეთ ოსეთი თავდაცვის ერთიან სივრცეს ქმნიან, რაც საშუალებას იძლევა რესპუბლიკის უსაფრთხოება საიმედოდ იყოს დაცული

სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების საკითხი რუსეთსა და სამხრეთ ოსეთის თანამშრომლობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა, - ამის შესახებ ოკუპირებულ ცხინვალში გამართულ პრესკონფერენციაზე ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის „ელჩმა“ მარატ კულახმეტოვმა განაცხადა.

მარატ კულახმეტოვის თქმით, „ბოლო ათი წლის განმავლობაში ხელი მოეწერა რიგ შეთანხმებებს, რომლის თანახმადაც, რესპუბლიკის ტერიტორიაზე რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზა და ФСБ-ს სასაზღვრო სამმართველოა განლაგებული“.

„რუსმა მესაზღვრეებმა და სამხედროებმა თავიანთ თავზე აიღეს სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფა“, - აღნიშნა მან.

რუსეთის ე.წ. ელჩმა ასევე განაცხადა, რომ „რუსეთი და სამხრეთ ოსეთი თავდაცვისა და უსაფრთხოების ერთიან სივრცეს ქმნიან, რაც საშუალებას იძლევა რესპუბლიკის უსაფრთხოება საიმედოდ იყოს დაცული“.