,,ზოგადად ტელეკომპანია იბერია არის ძალიან ცუდი დამსაქმებელი, მე პირადად მქონია მათთან ეს გამოცდილება, წელიწადზე მეტი, და ვიცი როგორ ეპყრობიან ისინი თავიანთ თანამშრომლებს, როგორ არაფრად არ თვლიან მათ. რატომ ვახსენე, ამ შემთხვევაშიც ისინი სწორედ თავიანთი ვიწრო პოლიტიკური ინტერესების გასატარებლად და გასამართლებლად ყველანაირ განცხადებას აკეთებენ, რაც ჩემთვის ძალიან მიუღებელია. როცა მათთან ვმუშაობდი, მაშინაც იყო ასეთი ფაქტები, ამბობდნენ რომ ტელევიზიას ებრძვიან და ხურავენ, მაგრამ მსგავსი არაფერი ხდებოდა.
ერთ-ერთი იყო ბრითიშ ტობაკოსთან მიმართებაში. გარდა ამისა იყო მომენტები, როცა ტელევიზიაში არ უხდიდნენ თანამშრომლებს ხელფასებს და ამბობდნენ რომ ჩვენ დამფინანსებელს პრობლემებს უქმნიან და ამიტომ ვერ ვიხდით ხელფასებსო, არადა შიდა იდეოლოგიის მიზეზით ხდებოდა მსგავსი რაღაცეები.
ბევრჯერ წავაწყდი მსგავს შემთხვევას, ტელევიზიას იყენებენ არგუმენტად, რადგან მედია არის სოლიდური ინსტრუმენტი, მედიაზე დარტყმის ინსცენირებას ახდენდნენ სხვა რაღაცეების გასამართლებლად, არადა როცა 51 მილიონი აქვს გადასახდელი კომპანიას და არ იხდის წლებია, ტელევიზიაზე ზეწოლა არავითარ კავშირში არ არის. გადასახადების გადახდა და ტელევიზიის ფუნქციონირება არ არის ერთმანეთთან კავშირში. ის საერთოდ სხვა ბიზნესია, ეს სხვა. ვითომ ტელევიზიაზე შეტევა, როცა თავად ექცევიან უსამართლოდ თანამშრომლებს, ჟურნალისტებს, ოპერატორებს, მე პირადად ვარ მომსწრე ამის, როდესაც ათეულობით ადამიანს უბრალოდ იმიტომ ათავისუფლებდნენ რომ არ ჰქონდათ ისეთი ხედვა როგორიც ხელმძღვანელებს უნდოდათ რომ ჰქონოდათ.ტელევიზიას იყენებს იმისთვის, რომ თავისი დანაშაული გადაფაროს.
თებერვალში ბენტლის გახსნას მოხმარდა რამდენიმე თვის ხელფასებისთვის განკუთვნილი თანხა, მაშინ მე იბერიაში ვმუშაობდი. ბენტლი რომ ამოიქაცება, მერე გადავიხდით ხელფასებს ტელევიზიაშიო, ეს სქემაც მიუღებელია ზოგადად, რომ ადამიანი ერთი ბიზნესის გამო მეორე კომპანიის თანამშრომლებს ხელფასს არ უხდის. ეს იბერიაში მიღებული პრაქტიკაა. ისინი კი არ იჩაგრებიან, პირიქით თავად ჩაგრავენ თავიანთ თანამშრომლებს. და ძალიან უსამართლო გადაწყვეტილებებს იღებენ", - განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ.