მერაბ ჯანიაშვილი: არ მივესალმები, რომელიმე კონკრეტული ბიზნესის პრივილეგირებულ მდგომარეობას

მერაბ ჯანიაშვილი: არ მივესალმები, რომელიმე კონკრეტული ბიზნესის პრივილეგირებულ მდგომარეობას

არ მივესალმები, რომელიმე კონკრეტული ბიზნესის პრივილეგირებულ მდგომარეობას,  მედია იქნება ეს თუ სხვა
არ შეიძლება ყოველ კანონიერ მოთხოვნაზე,  მედიის მიმართ იქნება ეს თუ არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ ვიყვიროთ, რომ  მედიას ებრძვიან და სამოქალაქო სექტორს ებრძვიან. მედიაც ისეთივე ბიზნესია ,როგორც სხვა დანარჩენი, რომელმაც უნდა გადაიხადოს ის გადასახადები, რაც ეკუთვნის.

არ მესმის 51 მილიონამდე როგორ ავიდა, რატომ აქამდე არ დაადეს ინკასო, თქვენ წარმოგიდგენიათ ვინმე მცირე მეწარმე, რომელსაც რაღაცა დავალიანება შეექმნას სახ. ინსტიტუტის მიმართ და მას ეს შეარჩინონ? ასე არ ხდება. მე პირადად არ მივესალმები იმას, რომ რომელიმე კონკრეტულ ბიზნესმენებს ჰქონდეთ პრივილეგიები, ეს მედია იქნება თ სხვა ბიზნესი მნიშვნელობა არ აქვს, ყველამ უნდა გადაიხადოს გადასახადები და ვინც არ იხდის გადასახადებს ის უნდა დაისაჯოს.

ამაზე უნდა შევთანხმდეთ ერთხელ და სამუდამოდ, რამდენი კანონიერი მოთხოვნა გაჟღერდება ხოლმე მედიის მიმართ ყოველთვის ისმის განცხადებები, რომ თავისუფალ სიტყვას ებრძვიან. ჩემი აზრით არასერიოზულია ასეთ მიდგომები და თ გვინდა რომ ქვეყანა განვითარდეს , კანონი უნდა დაიცვას ყველამ. თანამშრომელს ხელფასს უხდის თ არ უხდის მისი საქმეა, თუ არ უხდის უნდა წავიდეს ის ხალხი იმიტომ რომ კერძო ბიზნესია და ამ დონეზე ვერ ჩავერევით მის საქმიანობაში, ერთია საგადასახადო სტრუქტურასთან ურთიერთობა და მეორე მისი პირადი საქმე თავის თანამშრომლებთან ურთიერთობა. მე არ ვიცი იბერია წაგებაზე მუშაობს  , მაგრამ გადასახადი ყველამ უნდა გადაიხადოს, საინტერესოა რატომ მისაცა სახელმწიფომ იმის საშუალება, რომ დავალიანება 51 მილიონამდე ავიდა. მაგრამ ლოგიკურად უფრო ადრე რომ დაედო ინკასო ან უფრო ადრე ეთხოვა გადასახადების გადახდა, მაშინ ატეხავდა ყვირილს რომ მებრძვიანო.