ჩვენს მიერ მომზადებული დასკვნა არის ობიექტური და კონკრეტულ სამართლებრივ არგუმენტებზე დაფუძნებული

ჩვენს მიერ მომზადებული დასკვნა არის ობიექტური და კონკრეტულ სამართლებრივ არგუმენტებზე დაფუძნებული

ჩვენს მიერ მომზადებული დასკვნა არის ობიექტური და კონკრეტულ სამართლებრივ არგუმენტებზე დაფუძნებული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა ანრი ოხანაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა ელოდება უმცირესობისგან საბოლოოდ დასრულებული დოკუმენტის მიღებას, თუმცა ასეთი დოკუმენტი ამ დრომდე არ მიუღიათ.

„საპარლამენტო უმცირესობის მიერ მომზადებულ დოკუმენტი აბსოლუტურად არაკომპეტენტური და პოლიტიკური ელფერი აქვს მას. შესაბამისად, ჩვენ გვინდოდა შეგვემუშავებინა დოკუმენტი, რომელიც იქნება ობიექტურ რეალობაზე დაფუძნებული და რომელიც სამართლებრივად იქნება დასაბუთებული. რა თქმა უნდა, ჩვენ დავადგინეთ ხარვეზები და ამ ხარვეზებმა იქონია გავლენა მტკიცებულებათა ხარისხზე. ჩვენ კომისიის მუშაობის ფარგლებში გამოვკვეთეთ, რომ არსებობდა კომუნიკაციის პრობლემა შესაბამისი უწყებების მხრიდან საზოგადოებასთან. ჩვენ გვაქვს კონკრეტული მკაცრი რეკომენდაციებიც, რომელთა შესრულებასაც დავავალებთ კონკრეტულ უწყებებს", - განაცხადა ოხანაშვილმა.

როგორც ცნობილია, „ქართული ოცნება" დასკვნის ალტერნატიული ვარიანტის წარდგენას აპირებს.