აშშ-სთან ურთიერთობებში რუსეთი „განაწყენებულის როლის“ მორგებას და დიალოგისთვის კარის დახურვას არ აპირებს, ვინაიდან ვაშინგტონშიც არის არაერთი პოლიტიკოსი, რომელიც ახლანდელ რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებს არანორმალურად მიიჩნევს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„ჩვენ ყველა კოლეგასთან უნდა ვიმუშაოთ, მიუხედავად იმისა, თუ რა პრობლემები წარმოიქმნება ურთიერთობებში. რუსეთი ის ქვეყანა არაა, რომელიც „განაწყენებულის როლს“ მოირგებს და იტყვის - თუ თქვენ ჩვენს შესახებ რამე არასწორად თქვით, ჩვენ აღარ დაგელაპარაკებით. ეს ჩვენი მეთოდი არაა. ჩვენ ყოველთვის ვაძლევთ პრინციპულ შეფასებას ნებისმიერ ქმედებას, რომელსაც არ ვეთანხმებით, მაგრამ არასდროს ვამბობთ უარს დიალოგზე“, - განაცხადა ლავროვმა.