რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ კომენტარი გააკეთა ყოფილ დე ფაქტო პრემიერ-მინისტრისა და ოპოზიციის ლიდერ სერგეი შამბას განცხადებასთან დაკავშირებით.
მარიონეტული რეჟიმი მიიჩნევს, რომ მოუგვარებელი კონფლიქტი, რომელის 26 წელზე მეტია გრძელდება, არ იძლევა საშუალებას, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან რაიმე სახის მოლაპარაკება შედგეს. ამის მაგალითად მას არაღიარების პოლიტიკა და "ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია" მოჰყავს.
"საქართველო გეგმაზომიერად აგრძელებს აფხაზეთის საერთაშორისო იზოლაციის პოლიტიკას, ხელს უშლის აფხაზეთის მცხოვრებთა კულტურულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობებს გაე სამყაროსთამ. საქართველოს ხელისუფლება ქმნის სერიოზულ დაბრკოლებებს ყველა საერთაშორისო ასპარეზზე აფხაზეთის ნებისმიერ ინიციატივას. ჩვენს წინააღმდეგ გაჩაღებულია ნამდვილი საინფორმაციო ომი, რომელიც მსოფლიოს საზოგადოებრიობას ნეგატიურ წარმოდგენას უნერგავს ჩვენი ქვეყნისა და ხალხის შესახებ.
საქართველოს მხარე ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ შანტაჟის პოლიტიკასაც იყენებს, რის ნათელ მაგალითსაც საქართველოს პარლამენტის მიერ "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის" მიღებაც წარმოადგენს.
ამ აგრესიული და მტრული პოლიტიკის ფონზე აბსოლუტურად უადგილოდ მიგვაჩნია ნებისმიერი საუბარი საქართველოსტან რაიმე სახის მოლაპარაკებების თაობაზე," - აცხადებს მარიონეტული რეჟიმის საგარეო უწყება.