რუსეთმა ყაზახეთში მდებარე პოლიგონზე, ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის ახალი რაკეტა გამოსცადა. ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი ავრცელებს.
ჟურნალისტებთან საუბრისას, პოლკოვნიკმა ანდრეი პრიხოდკომ განაცხადა, რომ რაკეტის მისია, რომელიც სრული სიზუსტით სამიზნის განადგურებაა, წარმატებით შესრულდა.
მოგვიანებით, ახალი რაკეტის გამოცდაზე კომენტარი რუსეთის თავდაცვის სამინისტროშიც გააკეთეს და დასძინეს, რომ ანტისარაკეტო თავდაცვის ეს სისტემა, საჰაერო-კოსმოსური თავდასხმის მოსაგერიებლად არის განკუთვნილი.