გრიგოლ ვაშაძეს 10 წლის წინ გაკეთებული განცხადების განმარტება უწევს

გრიგოლ ვაშაძეს 10 წლის წინ გაკეთებული განცხადების განმარტება უწევს

,,ძალა ერთობაშიას’’კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, წარსულში გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით, სკანდალში ეხვევა.

სოციალურ ქსელში მისი 2008 წლის ინტერვიუ გავრცელდა, რომელშიც ნაციონალური მოძრაობის ოპოზიციური ერთობის „ძალა ერთობაშია“ საპრეზიდენტო კანდიდატი ამბობს, რომ საომარი მოქმედებები ცხინვალის რეჟიმის თვითშემოქმედება იყო და მოსკოვი საქმის კურსში არ იყო.

მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს, დღეს თავის მართლება მოუწია.

გრიგოლ ვაშაძის თქმით, ეს პროცესი მისი როგორც საპრეზიდენტო კანდიდატის დისკრედიტაციას ემსახურება და ინტერვიუ კონტექსტიდანაა ამოღებული.

გრიგოლ ვაშაძე 10 ოპოზიციური პარტიის გაერთანებამ საპრეზიდენტო კანდიდატად 17 ივლისს წარადგინა.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის ოქტომბერში გაიმართება.