უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ცნობილია

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ცნობილია

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს და ხვალ საქართველოს ცალკეულ რაიონებში, მაღალი ტემპერატურის ფონზე, შესაძლოა ხანმოკლე წვიმა და ელჭექი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +31, +36, შავი ზღვის სანაპირო რაინებში +28, +30, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +28, +33 გრადუსის ფარგლებში შენარჩუნდება.

31 აგვისტოს დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში გაწვიმდება, ჰაერის ტემპერატურა +27, +32, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში კი +26, +28 გრადუსამდე დაიკლებს. 1 სექტემბერს შედარებით გამოიდარებს, ჰაერის ტემპერატურა 2-3 გრადუსით მოიმატებს. 31 აგვისტოს და 1 სექტემბერს აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა +28, +33 გრადუსის ფარგლებში იქნება.

თბილისში 29 - 30 აგვისტოს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 31 აგვისტოს და 1 სექტემბერს შესაძლოა იწვიმოს. ჰაერის ტემპერატურა +30, +32 გრადუსის ფარგლებში შენარჩუნდება.