„მეორე ტური იქნება, სადაც სალომე ზურაბიშვილი გაიმარჯვებს...“

„მეორე ტური იქნება, სადაც სალომე ზურაბიშვილი გაიმარჯვებს...“

საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის ბრძოლა გრძელდება; რომელ პარტიას რა შანსები აქვს და შესაძლოა თუ არა ჩატარდეს მეორე ტურის, ამ საკითხთან დაკავშირებით „რეზონანსი" სოციოლოგს ვაკა გორგილაძეს ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ მეორე ტური აუცილებლად იქნება, მაგრამ გამარჯვების რეალური შანსი, იმ შემთხვევაში თუკი მმართველი გუნდი მას მხარს დაუჭერს, სალომე ზურაბიშვილს ექნება.

„ამ წლის არჩვენებზე მეორე ტური მოსალოდნელია; ბაქრაძეს აქვს შანსი აიღოს 250 ათასი ხმა. ვაშაძეც შესაძლოა პრეცენდენტად ჩავთავლოთ, თუმცა სალომე ზურაბიშვილს, თუკი ის „ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი იქნება, მათზე ბევრად მეტი შანსი აქვს," - აღნიშნა მან.

გორგილაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილს მეორე ტურში მეტოქეობას ან „ევროპული საქართველოს" ან „ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი გაუწევს. არ გამორიცხავს იმის ალბათობასაც, რომ „ქართული ოცნება" საკუთარი კანდიდატს დაასახელებს.

„მეორე ტურში კი ნებისმიერ ოპოზიციურ კანდიდატთან ზურაბიშვილი დამაჯერებლად გაიმარჯვებს. ეს ოპოზიციური კანდიდატი ან „ნაციონალური მოძრაობიდან" იქნება ან შესაძლოა „ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი იყოს.

„მგონია, რომ „ოცნება" საერთოდ უარს იტყვის ნებისმიერი კანდიდატის მხარდაჭერაზე და ასევე, საკუთარი კანდიდატის დაყენებაზეც. თუმცა საკუთარი კანდიდატის დაყენებაც არ უნდა გამოვრიცხოთ 100%-ით.

„თუკი იმის ალბათობას დავუშვებთ, რომ „ოცნებას" საკუთარი კანდიდატი ეყოლება, რა თქმა უნდა, ის სალომე ზურაბიშვილსაც და ნებისმიერ სხვა კანდიდატსაც დაამარცხებს, რადგან დღეს გადამწყვეტი ფაქტორს „ოცნების" მხარდაჭერა განაპირობებს," - განაცხადა ვაკა გორგილაძემ.